მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები | ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია გაიმართა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„საქართველო დიდ პოტენციალს ფლობს განახლებადი ენერგიის მიმართულებით - ჰიდრორესურსები, ქარისა და მზის ენერგია წარმოადგენს შესაძლებლობას, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს ათვისებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა. ასევე უმნიშვნელოვანესია ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ბაზრების კოორდინირებული განვითარება. ამ პროცესში, საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.

„შევაჯამეთ 2025 წელი, მთავარი ენერგეტიკული მოვლენები, ის სიახლეები, რომლებიც გვაქვს ენერგეტიკის სექტორში. მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელმა კომისიამ უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობის ინვესტიციები შეითანხმა - ჯამში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგეტიკის სექტორში. 300 მლნ ლარზე მეტი განხორციელდება ბუნებრივი გაზის სექტორში და ეს ყველაფერი მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო უწყვეტად, კიდევ უფრო ხარისხიანად მიეწოდოს ენერგია ჩვენს თანამოქალაქეებს, კომერციულ სექტორს. გარდა ამისა, ეს საინვესტიციო პროექტები და ინვესტიციის მოცულობა შეფასებულია და შერჩეულია ისეთნაირად, რომ ამან ტარიფებზე არსებითი გავლენა არ მოახდინოს და ჩვენი მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც არის სწორი ბალანსის დაცვა მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის, უზრუნველყოფილი იყოს. ერთის მხრივ, უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა სექტორში, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი არ უნდა დააწვეს ზედმეტ ტვირთად მომხმარებლებს და სექტორი უნდა გაჯანსაღდეს, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკულ სექტორს აქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღოს უზარმაზარი ინვესტიციები, მაგრამ ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თამაშის წესები სწორად იყოს გაგებული და გასაგები ყველა ინვესტორისთვის. კერძოდ, რა იგულისხმება - ზედმეტობები ზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში, როგორ დაბალანსდება იმპორტ-ექსპორტის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით არის წყალქვეშა კაბელი და ორმხრივი ინტერესის აღიარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც უდიდესი დადებითი იმპულსი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმების პატიება, რომელიც განხორციელდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს კერძო ინვესტორებს, რომ უკეთ გათვალონ რისკები და განახორციელონ მომავალი ინვესტიციები

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის დაგროვითი ჰესები და ქარის ენერგია, ვინაიდან ამ ტიპის ენერგიები საშუალებას გვაძლევს, რომ დავაბალანსოთ ზამთრის დეფიციტი, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მთავარი გამოწვევაა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა ერთი მილიარდი ლარის უპრეცედენტო პატიება, ჩამოწერა იმ დაგროვებული ვალდებულებებისა და პირგასამტეხლოს ენერგოსექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ეს იყო უმაღლესი დონის პირველი დიალოგი, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, სემეკის თავმჯდომარესთან და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარესთან ერთად, ბიზნესსექტორს ძალიან დეტალურად გააცნო ჯამური ხედვა შემდგომი წლების ენერგეტიკული პოლიტიკისა და იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც სექტორში უნდა განხორციელდეს.

დისკუსიაზე ასევე მთავარი სპიკერი ბიზნესსექტორის მხრიდან იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელმაც ასევე მიმოიხილა სექტორი - რა, სად და როგორი გამოწვევებია ინვესტიციებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.

ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან და ვხედავთ ძალიან კოორდინირებულ მუშაობას იმისათვის, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი - ენერგოსექტორი გაძლიერდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ერთის მხრივ, თვითკმარობა, მეორეს მხრივ კი ენერგოდამოუკიდებლობა და, რაც კიდევ უფრო მთავარია, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. აქ ხედვა საერთოა“, - განმარტა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
 
 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის პირობებს ქმნის - შოთა ბერეკაშვილი

16.12.2025.23:56

ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. 

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში გარდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალურ რგოლს.

„მსოფლიო ეტაპობრივად გადადის თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე, რომელიც აქტიურად ეფუძნება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა. McKinsey-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს AI-ის მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება მონაცემთა ცენტრების ნაწილში დღევანდელი 1%–1.5%-დან შესაძლოა თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში და სწორად კაპიტალიზირდეს არსებულ კონკურენტულ უპირატესობაზე.

დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობითა და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში აღნიშნული დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს 10 000 მეგავატს, რაც უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას და შექმნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს.

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. პარლამენტის ნაწილში მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა