„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტებული პარტნიორი გახდა
ფონდმა წარმატებით გაიარა (Green Climate Fund – GCF) აკრედიტაციის ოფიციალური პროცესი და მიენიჭა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფინანსური მექანიზმის აკრედიტებული ორგანიზაციის სტატუსი.
აღნიშნული აკრედიტაცია უფლებას აძლევს ფონდს, განახორციელოს მცირე მოცულობის პროექტები, 10-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც გულისხმობს, როგორც პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზებას მწვანე კლიმატის ფონდის მეშვეობით.
აღნიშნული მიღწევა ადასტურებს, რომ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს” გააჩნია სათანადო ინსტიტუციური სტრუქტურა, გამართული მმართველობითი მექანიზმები და მაღალი სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა, რაც სრულ შესაბამისობაშია მწვანე კლიმატის ფონდის მიერ დაწესებულ საერთაშორისო კრიტერიუმებთან.
სხვა სიახლეები
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ ₾8 მილიარდ ლარს გადააჭარბა
10.12.2025.17:15
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია. 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 25,814 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 118 მლნ ლარი.
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8.0 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია.