მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს - ვლადიმერ ძნელაძე

news image

,,სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური. პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას", - ვლადიმერ ძნელაძე.

აღნიშნული პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ამასთან, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, იგი ასევე მოიაზრებს 5 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის (Data Center) შექმნას, რომელიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, რაც მის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group’’ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რო ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავებაა 27 მლნ. კვტ/სთ, ხოლო ჰესისა და მონაცემთა ცენტრის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 50 მლნ.აშშ. დოლარს შეადგენს.

ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ახალი სადგურის დამატება გაზრდის მწვანე ენერგიის წარმოების მოცულობას, გააძლიერებს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და დადებითად იმოქმედებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.

„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმი, საფუძველს უყრის მომავალ პარტნიორობას ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტის ტენდენცია

26.09.2025.00:03

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი კვლავ მზარდ ტრენდზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 14 204.9 ათასი დოლარის ღირებულების 8 598.3 ტონა  ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 569.9 ათასი დოლარის 8 394.8 ტონა წვენები. ეს მაჩვენებლები ცხადყობს, რომ წვენების ექსპორტი ღირებულებით ნაწილში 13%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის კუთხით 2%-იან ზრდას. 

საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს:

  • გერმანია - 2 452.9 ტონა - 5 388.5 ათასი დოლარი;
  • აშშ - 2 161.2 ტონა - 3 196.4 ათასი დოლარი;
  • ავსტრალია - 900.7 ტონა - 1 055.5 ათასი დოლარი;
  • ისრაელი - 853.5 ტონა - 920.5 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 508.4 ტონა - 452.4 ათასი დოლარი;
  •  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა