საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლები ინვესტორებისთვის ცალსახად საინტერესოა - ლევან დავითაშვილი
ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინვესტორების კიდე უფრო დასაინტერესებლად მომდევნო თვეებში ბიზნესფორუმებს აანონსებს. როგორც ლევან დავითაშვილმა
როგორც ლევან დავითაშვილმა Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განაცხადა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები ინვესტორებისთვის ცალსახად საინტერესოა.
„რაც შეეხება საქართველოში ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ეს ცალსახად საინტერესოა ინვესტორებისთვის. ამაზე ჩვენ საუბარი გვქონდა ძირითად პარტნიორებთან. ყველასთვის არის ეს ძალიან საინტერესო საგანი, ამაზე მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ბევრი სავაჭრო მისია და ბიზნესფორუმი გაქვს, როგორც კერძო სექტორის მონაწილეობით ისე სახელმწიფო სექტორის ჩართულობით, მეზობელ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და ყველგან ძირითად პლატფორმებზე ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს და ასევე, ეკონომიკური პროცესების შესახებ, რომელიც ასევე საინტერესო უნდა იყოს ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ინვესტორების დაინტერესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია ეკონომიკური ზრდის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.19:00
ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.