მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს - ნათია თურნავა

news image

ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები -ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს.

მისივე თქმით, დიალოგი არსებულ მწვავე გაურკვევლობასა და მის გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ სწორად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.

„მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს", - დასძინა ნათია თურნავამ.

ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილება გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება, ფინანსური სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ტექნოლოგიები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობები - სტატისტიკა

17.04.2026.13:00

საქართველოსა და ავსტრიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიაში 238.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 509.8 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 53,2%-ით არის შემცირებული. ორი თვის სტატისტიკით ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მცენარის სხვადასხვა ტიპის ნაყოფია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 79.2 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 71.5 ათასი დოლარი;
  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 69.9 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1.1 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიიდან 11 498.0 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 859.2 ათასი დოლარის. კლება 3,04%-ის დონეზეა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:

  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 732.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 966.3 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 830.7 ათასი დოლარი;
  • ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 701.5 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 695.1 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა