მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.8
0.0021
flag
AZN 1.5843
-0.0003
flag
CNY 37.475
-0.004
flag
EUR 3.1282
-0.0099
flag
GBP 3.6269
0.0008
flag
KZT 49.79
0.0019
flag
TRY 0.0661
-0.0001
flag
USD 2.6942
-0.0006

როგორია საქართველოს და ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობები

news image

2025 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით ინდოეთიდან იმპორტი 47%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 59%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ინდოეთიდან 62 799.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 741.6 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 43,6%-ია.

ინდოეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 15 973.8 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 4 880.0 ათასი დოლარი;
  • ბრინჯი - 4 473.1 ათასი დოლარი;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 2 376.5 ათასი დოლარი;
  • მანქანები სარეცხი - 2 171.6 ათასი დოლარი;
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 845.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საქართველოდან ინდოეთში ექსპორტს, აქ 58.9%-იანი კლებაა. 

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ინდოეთში 6 792.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 512.3 ათასი დოლარის დონეზე იყო. საქართველოდან ინდოეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3 838.5 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 793.7 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 625.8 ათასი დოლარი;
  • ტყვია დაუმუშავებელი - 445.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 341.3 ათასი დოლარი;
  •  
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება - ვახტანგ ცინცაძე

13.08.2025.14:24

„წელს იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - მისი ოდენობა 3,8 მლრდ აშშ. დოლარს აჭარბებს.  ასევე, რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. აღნიშნული კიდევ ერთი გამოვლინებაა იმის, რომ ქვეყანაში  ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტენდენცია გრძელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

2025 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა და 14.2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობა საბოლოოდ  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში და რაც მნიშვნელოვანია, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში აისახება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს, რის გამოც საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება.  ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირველ რიგში, აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში იზრდება იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც კონკურენტუნარიანია არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.

„რა თქმა უნდა, ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ ტენდენციებს ხელს მნიშვნელოვნად უწყობს ერთი მხრივ, როგორც საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მეორე მხრივ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისკენ და საექსპორტო ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა: ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა