საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს - ლევან მოსეშვილი
საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისივე განმარტებით, ყურის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად მზარდია.
„Etihad Airways არის სრული სერვისის მქონე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის. ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. ავიაკომპანია 2026 წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways საქართველოს ავიაბაზარს 2026 წლის მარტიდან შემოუერთდება. აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. https://digital.etihad.com/book/cart-new/upsell/0/upsell
ცნობისათვის, 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ყურის ქეყნებიდან საქართველოს 500 ათასამდე მგზავრი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-იანი მატებაა.
Skytrax-ის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანი Etihad Airways 2025 წლის რეიტინგში მსოფლიოს Top 20 საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის მოხვდა, Travel + Leisure-ის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვებით ავიაკომპანია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ავიაკომპანიად დასახელდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7118 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.