მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

საქართველოს აეროპორტებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - მოვემსახურეთ დაახლოებით 8 მლნ. მგზავრს, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა - თამარ იოსელიანი

news image

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა როგორც მგზავრთნაკადისა და ავიარეისების, ისე საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვების კუთხით.

„თანმიმდევრული პოლიტიკით ვავითარებთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ აეროპორტებს. შესაბამისად, ვზრდით მათ ეფექტიანობას, ვნერგავთ ახალ სერვისებს და ეს შედეგებშიც გამოისახება. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ავიარეისების რაოდენობას, აქაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი - 18%-იანი მატება გვაქვს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვებზე, სადაც დაახლოებით 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, 2025 წლის 11 თვის მონაცემები ნათლად ასახავს საქართველოსადმი საერთაშორისო ვიზიტორთა მაღალ ინტერესს, ასევე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო გადაზიდვებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

12.12.2025.15:58

ბათუმი 2025“ - ასე ერქვა პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც 5 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა. სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირების უნარების გაუმჯობესება და იმის შემოწმება იყო, თუ რამდენად მზად არის აეროპორტი სხვადასხვა მსგავს შემთხვევებში სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებისთვის.
სწავლება მოდელირებული სცენარის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველი ფაზის ფარგლებში მონაწილეებმა მოდელირებული სცენარის მიხედვით, რეალური ფრენისას წარმოშობილი საგანგებო მდგომარეობის მართვის პაქტიკული უნარები დახვეწეს. ეს ნაწილი ფოკუსირებული იყო საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული კრიზისის დროს სწრაფ და სწორ რეაგირებაზე. მეორე ნაწილი კი ტერმინალის გაფრენის დარბაზში ჩატარდა და სტიქიური უბედურებისა და ხანძრის სცენარს შეეხებოდა.
სწავლებაში ბათუმის აეროპორტის საავარიო-სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები, „საქაერონავიგაცია“, IMC კლინიკის სამედიცინო ჯგუფი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობამ სწავლების პროცესი ბევრად ნაყოფიერი გახადა და კოორდინირებული ქმედებების უნარების გაუმჯობესებაც უზრუნველჰყო.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, ამ ტიპის სწავლება რეგულარულად ტარდება. წვრთნების მიზანი საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობის ამაღლებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა