მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით გაიზარდა

news image

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556. ჯამურად, საწყის 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 067 202 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი მოემსახურა 995 099 მგზავრს, რაც 32%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2024 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) გაიზარდა 5%-ით. სულ, იანვარ-სექტემბერში 229 972 ერთეული ფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 065 618 მგზავრი ყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);
Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);
Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);
EL AL – 4% (255 460 მგზავრი);
Israir – 3% (204 645 მგზავრი);
Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის ფარგლებში, 6-დან 9 თვემდე პერიოდში მშენებლობის პროცესი დაიწყება - პრემიერი

30.10.2025.02:13

ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში. 
 
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის,  საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება  მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა