მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად დაუჭერს მხარს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ „გემო ფესტის“ მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით წარმატებით განხორციელდეს - ლევან მოსეშვილი

news image

მესტიაში კულინარიული ფესტივალი ,,გემო ფესტი“ დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობდა. ღონისძიების მთავარი პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იყო. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აეროპორტების გაერთიანებამ  ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით  5 რეისი დაამატა.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით ორდღიანი ღონისძიება მესტიაში წარმატებით ჩატარდა.

,ტრადიციულად, წელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა ,,გემო ფესტს,“ სადაც წარმოდგენილი ვიყავით მესტიის აეროპორტით. ორი დღის განმავლობაში, მესტიაში, სეტის მოედანზე მიმდინარეობდა ყველაზე გემრიელი ფესტივალი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ,,გემო ფესტს“ ბევრი ტურისტი და ადგილობრივი დაესწრო“  - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად განახორციელებს კონტრიბუციას აღნიშნულ ფესტივალზე და მხარს დაუჭერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდეს.

მესტიის ცენტრში გამართულმა „გემო ფესტმა“სტუმრებს სვანური კულინარიის გამორჩეულ გემოები და ტრადიციები გააცნო. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფების მიერ სვანური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციები. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება,  ადგილობრივი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.04.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1800 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0281 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა