საქართველომ ციტრუსების ექსპორტიდან $27 მილიონამდე შემოსავალი მიიღო
2025 წელს საქართველომ ციტრუსების ექსპორტიდან 26 972.0 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყნიდან 42 536.7 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან 26%-ით ნაკლები მაჩვენებლებია. 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 57 726.4 ტონა ციტრუსების ნაყოფი (ახალი ან გამხმარი) გაიტანა.
საქართველოში მოყვანილი ციტრუსისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2025 წელს საქართველოდან 23 289.8 ტონა ციტრუსის ნაყოფის ექსპორტი განხორციელდა.
TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველომ ციტრუსის ნაყოფი გაყიდა:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
02.02.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1903 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6902 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1903 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0185 ლარი შეადგინა.