მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

საქართველომ კარტოფილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

news image

საქართველომ კარტოფილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე 66,379.26 ტონა კარტოფილი გაიტანა, საიდანაც 21,491.08 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.2024 წელს კი ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 1,273.45 ტონა კარტოფილი გაიგზავნა. ეს მაჩვენებლები კი ცხადყოფს, რომ ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტი 5112,6%-ითაა გაზრდილი.

ქართული კარტოფილისთვის წელს მთავარი საექსპორტო ბაზრები მეზობელი ქვეყნები იყო.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ კარტოფილის ექსპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 41,955.16 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 20,211.84 ტონა;
  • სომხეთი - 3,427.16 ტონა;
  • ყაზახეთი - 394.50 ტონა;
  • თურქმენეთი - 239.40 ტონა;

არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ 4 თვის მაჩვენებლებით საქართველოდან კარტოფილის იმპორტი უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა, რადგან გასულ წლებში ანალოგიური მაჩვენებლები წლიურ ჭრილშიც კი არ დაფიქსირებულა.

ბოლო რეკორდი 2021 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 50,127.87 ტონა კარტოფილი გაიტანა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა