მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება - ლაშა ხუციშვილი

news image

საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ, რომ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება გამოეწვია.

მისივე თქმით, გამოწვევები მსოფლიოს მასშტაბით დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საფინანსო ბაზრები დღესდღეობით მაინც და მაინც კარგ მდგომარეობაში არ არის. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა ხელის შემწყობ ფაქტორს მათი მიერ გამოშვებული ევროობლიგაციისთვის, თუმცა მათ შეძლეს ინვესტორებისთვის დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.

„ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინვესტორებთან. ინვესტორებს დეტალურად გავაცანით საქართველოს მდგომარეობა. ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იგი საშუალოდ, 9,3%-ია. ის, რომ ფისკალური მონაცემები, როგორც ვალის მიმართულებით, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოა, ბუნებრივია, ეს ინვესტორებში დამატებით ნდობას იწვევს და ზოგადად, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ნდობა და ძალიან დიდი ინტერესი იყო.

ზოგადად, ითვლება, რომ დაახლოებით, 2-2,5-ჯერ მეტი მოთხოვნა ითვლება საკმაოდ კარგ შედეგად, თუმცა ამ შემთხვევაში 5,5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ვარიანტს ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც განსაკუთრებულ დიდ ნდობას აჩვენებს ინვესტორების მხრიდან. ამ მიმართულებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება. 

ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას არა მხოლოდ ევროობლიგაციების ბაზარზე, არამედ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის აზიის ბაზრებზეც, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა