საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა - საკრედიტო სააგენტო S&P
საკრედიტო სააგენტო S&P: საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა
2026 წლის 6 თებერვალს, საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. S&P მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
S&P აღნიშნავს, რომ გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის მერყეობის მართვას.
სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს რეგიონულ კონტექსტში, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
S&P: ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
07.02.2026.12:13
როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.
S&P Global ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მკვეთრად, წლიურად დაახლოებით 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს, 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, დაგროვება ასახავს ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ 2.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წმინდა უცხოური ვალუტის შესყიდვებს, ოქროს აქტივების ღირებულების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინებას.
თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში.
აქტივების ხარისხი მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხები 2025 წლის ნოემბერში დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა.
“ჩვენი ხედვით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიმოხილვაში.
S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3.5% იქნება. ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.