საქართველომ 2 თვეში $34.3 მილიონის სმარტფონები შეიძინა
2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სმარტფონების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 34 324.7 ათასი დოლარის ღირებულების 25.4 ტონა სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 33.1 ტონას შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის იანვარ-თებერვალში სმარტფონების იმპორტი 32 086.5 ათასი დოლარის დონეზე იყო.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს:
დღის ტოპ 10 სიახლე
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
სხვა სიახლეები
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაურკვევლობა მაღალია - ეკატერინე მიქაბაძე
25.03.2026.14:09
საჭიროების შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის - აცხადებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე 25 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა. გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს. ნავთობის ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა და ინფლაციაზე მოკლევადიან პერიოდში ზრდის მიმართულებით მოქმედებს. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაურკვევლობა მაღალია. არსებული პროცესების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ზრდის გლობალურად ინფლაციურ რისკებს”, - აცხადებს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და იქმოქმედებს საჭიროებისამებრ.
,,განვითარებული შოკების ინტენსივობა, გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის”, - ამბობს ეკატერინე მიქაბაძე.