მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
0.013
flag
AZN 1.5934
0.0019
flag
CNY 38.172
0.0156
flag
EUR 3.1461
0.0151
flag
GBP 3.5633
0.0126
flag
KZT 51.8
0.0022
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7091
0.0032

საქართველოდან თხილის ექსპორტი 23%-ით არის გაზრდილი

news image

საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 84 441.9 ათასი დოლარის ღირებულების 10 849.5 ტონა თხილი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის ცხრა თვეში ექსპორტი 8 806.7 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 23%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში მოყვანილი თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, რასაც საქართველო თხილს ყიდის: 

  • იტალია - 2 225.3 ტონა;
  • ესპანეთი - 1 369.2 ტონა;
  • გერმანია - 727.9 ტონა;
  • საფრანგეთი - 690.5 ტონა;
  • რუსეთი - 522.7 ტონა;


საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 17 722.2 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წელს კი 18 802.0 ტონა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა - ირაკლი ნადარეიშვილი

14.11.2025.10:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიებაში Web Summit 2025. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტზე საქართველო თემატური საგამოფენო სივრცით და „StartUP in Georgia"- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი.

„ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმ პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ახორციელებს და რომლის მიზანიც ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა. საქართველო სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ მონაწილეობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში. წარმოდგენილია როგორც ქვეყნის სტენდი, ასევე ქართული სტარტაპები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გლობალურ ინვესტორებს თუ მენტორებს სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრონ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში სამიტის მონაწილეებს და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს და სტარტაპ ეკოსისტემის უპირატესობების შესახებ.

Web Summit ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ყოველწლიურად 160-ზე მეტი ქვეყნიდან 70,000-ზე მეტი მონაწილე, ასობით სტარტაპი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ტექნოლოგიურ სამიტში წელს მონაწილეობა მიიღეს ქართულმა სტარტაპებმა - Klics; BetterStep; VS1 – DeFi; Backoffice; Herio და Tasteit, რომლებიც სხვადასხვა პროფილურ ზონებში იყვნენ განაწილებული. სამიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკურია, რომლის ერთ-ერთი სპიკერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

„საშუალება გვქონდა, გავცნობოდით გლობალურ ტექნოლოგიურ ტრენდებს და პროდუქტებს და ამ კუთხით საკუთარი თავიც წარგვედგინა. მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იყო კონკრეტულად იმ შეთავაზებაზე, რაც საქართველოს აქვს გლობალური სტარტაპ ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - მათ შორის საგადასახადო შეღავათები და სტარტაპის სტატუსი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ შემოვიღეთ", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასე მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ღონისძიებაზე - ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას და როგორც კონკრეტული სტარტაპების, ისე ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, 2026 წლიდან საქართველოში ოთხი ახალი გლობალური აქსელერატორი დაიწყებს  ოპერირებას, რაც სტარტაპებს მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. 

Web Summit 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა