მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.1
0.0079
flag
AZN 1.5918
-0.0005
flag
CNY 38.044
-0.0026
flag
EUR 3.1203
-0.0139
flag
GBP 3.5401
-0.0113
flag
KZT 52.17
-0.0005
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7067
-0.0006

საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი 4%-ით არის გაზრდილი

news image

საფრანგეთში ექსპორტი 4%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ საფრანგეთში 39 570.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. 2024 წლის 10 თვეში საფრანგეთში ექსპორტი 37 931.0 ათასი დოლარის დონეზე იყო. საქართველოდან საფრანგეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 7 574.0 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 6 765.8 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6 166.1 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 5 043.4 ათასი დოლარი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 2 928.5 ათასი დოლარი;

ცნობისათვის, ბოლო წლებში საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ საფრანგეთში 46 762.1 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2023 წელს კი 46 173.3 ათასი დოლარის. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image BARTA არ არის მხოლოდ ჯილდო, ეს არის ხარისხის ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია არის ღია, სანდო და მზად საერთაშორისო თამაშის წესებისთვის - ლევან ვეფხვაძე

20.11.2025.20:10

BARTA-ს  კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, რასაც კონკრეტული მიზეზები განაპირობებს. თანამედროვე ბაზარი კომპანიებს გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ უფრო მეტად უბიძგებს, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. 

„ინვესტორებთან ურთიერთობისას მმართველობის გამჭვირვალობა დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ეს მნიშვნელოვანია როგორც სააქციო კაპიტალის მოზიდვის, ისე სხვადასხვა ფინანსურ რესურსებზე წვდომის ზრდისთვის," - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

მისი თქმით, გამჭვირვალე კომუნიკაცია ასევე აძლიერებს კომპანიების ურთიერთობებს პარტნიორებთან, ზრდის ბრენდისადმი ნდობასა და ლოიალურობას.

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, წლიური ანგარიშგებების მომზადება თავად კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან „დოკუმენტზე მუშაობისას გუნდს შეუძლია ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც მათ საქმიანობას მომავალში დაეხმარება".

„კონკურსში მონაწილეობა კომპანიებისთვის შესაძლებლობაა და პირდაპირ დამაკავშირებელია გამჭვირვალობის ხარისხთან. აუცილებელი არ არის გამარჯვება - თავად მონაწილეობა და ანგარიშის წარდგენა უკვე მიუთითებს მათ სურვილზე, იყვნენ უფრო ღიად. ჟიურისა და საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირი კი მათ მომავალ საქმიანობაზეც შეიძლება აისახოს," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალში, 10 ნომინაციაში, საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა