საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი მზარდია - როგორია 2025 წლის სტატისტიკა
საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 24 142.6 ათასი დოლარის ღირებულების 15 367.6 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები. რაც შეეხება 2024 წლის სტატისტიკას ექსპორტზე 21 710.5 ათასი დოლარის 14 581.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. რაც ღირებულებით ნაწილში 11%-იანი, ხოლო მოცულობების კუთხით 5%-იანი ზრდაა.
საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა.
TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო ნატურალურ წვენებს ყიდის:
დღის ტოპ 10 სიახლე
Grossmann თბილისში ფილიალების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს - როგორია კომპანიის 2026 წლის გეგმები
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
22.01.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1497 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6946 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1497 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.