მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი მზარდია

news image

2025 წლის 11 თვეში საქართველომ ნატურალური წვენების ექსპორტიდან  20,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ნოემბრში საქართველომ ექსპორტზე  20 627.0 ათასი დოლარის ღირებულების 13 303.7 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა. 2024 წლის 11 თვის მაჩვენებლებით კი ექსპორტი 12 628.1 ტონას შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი. 

მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქართული ნატურალური წვენებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა.

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ნატურალურ წვენებს ყიდის: 

  • გერმანია - 3 299.5 ტონა;
  • აშშ - 3 104.9 ტონა;
  • ავსტრალია - 2 074.1 ტონა;
  • ისრაელი - 1 088.0 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 800.3 ტონა;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასურსათო პროდუქტებზე ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება - კახა კალაძე

25.12.2025.16:00

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა,

„ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფით დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტების ფასის რეგულირებაზე, მერი პასუხობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.

„თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებირივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ჩვეულებრივი მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან - რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა