როგორია საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტის ტენდენცია
საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი კვლავ მზარდ ტრენდზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 14 204.9 ათასი დოლარის ღირებულების 8 598.3 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 569.9 ათასი დოლარის 8 394.8 ტონა წვენები. ეს მაჩვენებლები ცხადყობს, რომ წვენების ექსპორტი ღირებულებით ნაწილში 13%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის კუთხით 2%-იან ზრდას.
საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
Fitch-ის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა
31.10.2026.08:00
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. აღნიშნულის შესახებ სარეიტინგო სააგენტო გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს.
სარეიტინგო პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირების პერსპექტივასა და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.
,,2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ დონეს 2 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება. საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც საქართველოს რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია", - წერს Fitch-ი.