საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 0,1%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 100 223.6 ათასი დოლარის ღირებულების 152 252 386 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გაიტანა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 152 099 354 ლიტრის დონეზე იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ჩამოსხმული წყლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, მასზე წყლების ექსპორტის 55,5%-ი მოდის.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი ხორციელდება:
საგულისხმოა, რომ საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა მაქსიმალურ მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან უცხოეთში 257 505 778 ლიტრი წყალი გადაიზიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.17:00
საქართველოში წარმოებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 14 218.5 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენები გავიდა, რომლის საერთო მოცულობაც 8 739.2 ტონა იყო. 2024 წლის 7 თვეში კი ქვეყნიდან ექსპორტირებულია 8 653.7 ტონა წვენები, რომლის ღირებულებაც 12 973.0 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე მაჩვენებლებით, საქართველოში დამზადებული ნატურალური წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის წვენების ექსპორტის 28%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს: