საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 4%-ით არის გაზრდილი
2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ ექსპორტზე 28 145.3 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 40 405 164 ლიტრი წყალი გაიტანა. 2025 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკით, ექსპორტზე 38 907 620 ლიტრი წყალი გავიდა. ზრდა 3.8%-ის დონეზეა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ექსპორტზე გატანილი მინერალური და მტკნარი წყლებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:
სხვა სიახლეები
2025 წლის IV კვარტალში მშპ-ს მოცულობა 28 820.7 მლნ ლარს გაუტოლდა - საქსტატი
20.03.2026.13:54
2025 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 820.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის IV კვარტალში 5.8 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4 პროცენტი), განათლება (17.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (11.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2 პროცენტი).
კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგმა:ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.5 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.0 პროცენტი), მშენებლობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები (4.8 პროცენტი).
დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.