საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 105%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საზღვარგარეთ გასაყიდად 2 418.4 ათასი დოლარის ღირებულების 551.2 ტონა ლოკოკინები გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 268.9 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ლოკოკინების ექსპორტი 105%-ით არის გაზრდილი.
საქართველოდან ლოკოკინები სულ ორ ბაზარზე გასაყიდად ექსპორტზე, ესენია საფრანგეთი და თურქეთი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ღირებულებით ნაწილში ექსპორტის კუთხით საფრანგეთი ლიდერობს, ხოლო მოცულობების კუთხით თურქეთი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში - მაია მელიქიძე
26.08.2026.21:05
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის თქმით, ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია.
„ენერგეტიკა კაპიტალტევადი დარგია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია. ჩვენთვის ნამდვილად მისასალმებელია ის რომ კერძო სექტორმა ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა და ინვესტიციები განახორციელა და ბუნებრივია ის 30%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით დაკრედიტებასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის დონეზე და მსოფლიო დონეზე იმ მნიშვნელობას, რომ ელექტროენერგია დროთა განმავლობაში ხდება კიდევ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი და საქართველოს ენიჭება ის მნიშვნელობა რომ ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში“, - ამბობს მაია მელიქიძე.