მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველოდან კატარში ექსპორტი 43%-ით არის გაზრილი

news image

საქართველოდან კატარში ექსპორტი გაზრდილია, ხოლო იმპორტი კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ კატარში ექსპორტზე 1 727.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წელს კი 1 211.4 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიურ ჭრილში კატარში ექსპორტი 43%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან კატარში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ცხვარია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კატარში ყიდის:

  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 1 139.4 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 408.9 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 82.8 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 30.0 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 20.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება კატარში იმპორტს, 2025 წელს ის 3 009.1 ათასი დოლარის დონეზე იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 88%-იანი კლებაა. 2024 წელს საქართველომ კატარიდან 24 861.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კატარიდან ყიდულობს:

  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 2 851.8 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 103.0 ათასი დოლარი;
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 13.6 ათასი დოლარი;
  • ტანსაცმლის საკუთნოები მზა სხვა - 8.0 ათასი დოლარი;
  • ჭურჭელი სამზარეულო და სხვა სამეურნეო ნაწარმი კერამიკისაგან, გარდა ფაიფურისა - 6.7 ათასი დოლარი;

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა