მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 10.1%-იანი ზრდა აჩვენა - საქსტატი

news image

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა და 2 999.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (629.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (274.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (252.4 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 339.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 243.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 215.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ზრდას განაგრძობს - TBC Capital

19.12.2025.11:28

საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ზრდას განაგრძობს. 2025 წლის 9 თვეში ბაზარი წლიურად 35%-ით გაიზარდა და 7.62 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული. 

2024 წელს ელექტრონული კომერციის ბაზრის 38%, 3 მილიარდი ლარი, ადგილობრივ მოვაჭრეებზე მოდის. ადგილობრივი სექტორი 2025 წელსაც განაგრძობს ზრდას და 9 თვეში 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.

საგრძნობი ზრდა ფიქსირდება საქართველოდან საერთაშორისო ელ-კომერციის ბაზარზე დანახარჯებში, რომელიც 2025 წლის 9 თვეში 4.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, თუმცა, ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება.

საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდა ამანათების რაოდენობაშიც აისახა. მონაცემები გვაჩვენებს, რომ ქართული წარმოშობის ამანათების წილი ჯამურ ამანათებში 2020 წელთან შედარებით 13 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის შესაბამის მაჩვენებელს.

ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია. საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელ-კომერციის არხებით იფარება.

ქართული ელექტრონული კომერციის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონეა - კომპანიების მხოლოდ 5% იყენებს ელექტრონული კომერციის არხებს საკუთარი საქონლისა და მომსახურების გასაყიდად. მეორე მხრივ, მაღალია ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი (შინამეურნეობების 92%) და, ასევე, ნომინალური ხელფასების ზრდა კვლავ ინფლაციაზე მაღალია.
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა