საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში იმპორტი 32%-თ არის გაზრდილი
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი გაზრდილია, ხოლო იმპორტი შემცირებული.
საქსტატის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 1 696.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებლები 1 285.4 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი 32%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე მაჩვენებლებით გაერთიანებულ სამეფოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:
რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოდან იმპორტს ზრდა 91%-ია. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 31 792.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა. ერთი წლით ადრე კი 337 956.2 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა
სხვა სიახლეები
სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის - მიხეილ სარჯველაძე
19.04.2026.01:28
ახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
„სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.