საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 50%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 50%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირში 686 360.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში ეს მაჩვენებელი 456 825.9 ათასი დოლარის დონეზე იყო.
საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოდან ექსპორტი ყველაზე დიდია ბულგარეთში, შემდეგ მოდის იტალია და ნიდერლანდები.
სხვა სიახლეები
საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი
16.01.2026.17:20
„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.