საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 45%-იან ზრდას აჩვენებს
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 77 494.3 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 53 300.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა.
ირკვევა, რომ საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველომ ევროკავშირში 876 839.2 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, 2024 წელს კი 573 683.4 ათასი დოლარის. ზრდა 53%-ია.
სხვა სიახლეები
არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს - შოთა ბერეკაშვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებს
16.03.2026.16:24
ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს, - განაცხადა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ქსელები წამოიღებენ პროდუქციას, მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შედეგად კი, კონტრაქტულ ურთიერთობებში ასიმეტრია აღარ იქნება.
„მარტივ რაღაცას ვსაუბრობთ, როდესაც თქვენ წამოიღებთ პროდუქციას, მასზე იყოთ პასუხისმგებელი ან არ წამოიღოთ - ორი არჩევანი გაქვთ. ახლა, როდესაც ასიმეტრიულია ურთიერთობა, მე ვარ ქსელი და პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროდუქციაზე არ ვგრძნობ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს, მაგრამ, როდესაც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არსებობს, ორჯერ დავფიქრდები კონკრეტულ პროდუქტზე, შემოვიტანო თუ არა ჩემს ქსელში. ამაზეა საუბარი - თუკი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანიც ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში, უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მომწოდებლიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს," - განაცხადა ბერეკაშვილმა.