მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 42%-ითაა გაზრდილი

news image

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 42%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ევროკავშირში 188,881.03 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში ექსპორტი 133,244.75 ათასი დოლარის დონეზე იყო.

ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია, სწორედ მასზე მოდის ევროკავშირში ექსპორტის 12%-ი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • ფეროშენადნობები
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი
  • თხილი და სხვა კაკალი.

ცნობისათვის, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში 573,533.20 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით შემცირებული მაჩვენებლებია. 2023 წელს ევროკავშირში ექსპორტი 704,452.43 ათასი დოლარის დონეზე იყო.

აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ევროკავშირში ექსპორტმა პიკს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირს წევრ ქვეყნებში მთლიანობაში 862,525.19 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, აპრილში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა - სებ

15.05.2025.16:01

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია  1,082.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში

 

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა