საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 60%-ითაა გაზრდილი
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 60%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 262,308.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 163,549.86 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია. სწორედ მასზე მოდის მთელი ექსპორტის 14%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 2,014,373.39 ათასი დოლარი შეადგინა, რომლის 13%-იც სწორედ ევროკავშირზე მოდის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა
05.11.2026.20:24
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები.