მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 60%-ითაა გაზრდილი

news image


საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 60%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 262,308.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 163,549.86 ათასი დოლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია. სწორედ მასზე მოდის მთელი ექსპორტის 14%-ი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 36,416.47 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 33,295.07 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 28,124.92 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 22,351.82 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 20,313.21 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 2,014,373.39 ათასი დოლარი შეადგინა, რომლის 13%-იც სწორედ ევროკავშირზე მოდის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსთვის ატმის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია

27.05.2025.15:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 20.43 ტონა ატამი იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 11.23 ათასი დოლარის ღირებულების 20.43 ტონა ატმის იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 77.24 ტონის. კლება 74%-ის დონეზეა.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ატმის ექსპორტი მხოლოდ აპრილში დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის ოთხ თვეში კი ექსპორტი ყოველთვიურად ხორციელდებოდა.

ირკვევა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის ატმის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია.

საგულისხმოა, რომ საქართველომ ატმის იმპორტის რეკორდი 2024 წელს დაამყარა, როდესაც ქვეყანამ 1,199.42 ტონა ატამი იყიდა, რაშიც 719.36 ათასი დოლარის გადაიხადა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა