მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

საქართველოდან ექსპორტი 11.2%-იან ზრდას აჩვენებს - საქსტატი

news image

2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 3 367.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (700.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (301.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (298.8 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 378.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 266.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 236.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე

11.03.2026.22:20

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.

ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი  სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა