საქართველოდან დანიაში ექსპორტი 189%-ით არის გაზრდილი - როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები
საქართველოდან დანიაში ექსპორტი %-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან დანიაში 687.6 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 237.9 ათასი დოლარის. შესაბამისად დანიაში ექსპორტი 189%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, საქართველოდან დანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თესლებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიაში ყიდის:
რაც შეეხება დანიიდან საქართველოში იმპორტს, იანვარში კლება 24%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარში საქართველომ დანიიდან 2 177.1 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 883.2 ათასი დოლარის. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 22.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
19.03.2026.11:22
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 026.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 64.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.0 პროცენტით გაიზარდა და 659.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (143.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (76.1 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2 პროცენტი).