საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი 99%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი 99%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ბრაზილიაში 2 992.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 503.0 ათასი დოლარის.
საქსტატის თანახმად, საქართველოდან ბრაზილიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები და მასზე მთლიანი ექსპორტის 59%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიაში ყიდის:
საგულისხმოა, რომ 2022 წლიდან საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი მზარდია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
07.11.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.