საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 39%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 39%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 11 963.2 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 599.6 ათასი დოლარის. საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
რაც შეეხება აშშ-დან საქართველოში იმპორტს, კლება 56%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-დან 225 907.9 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 512 483.2 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
შეუძლებელია ისეთი რეგულაციის დანერგვა, რომელსაც თანმდევი ნეგატიური ეფექტები არ ექნება - ლევან ვეფხვაძე
31.03.2026.14:00
ახალი რეგულაციების დანერგვას, მიუხედავად მათი კეთილშობილური მიზნებისა, ყოველთვის ახლავს გვერდითი ნეგატიური ეფექტები, რის გათვალისწინებაც ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან, რათა რეგულაციების შემუშავების პროცესში დროულად გამოვლინდეს მათი შესაძლო გავლენა ბიზნესზე და მოხდეს ბალანსის პოვნა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ისე ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას.
„ჩვენი ისტორიული მისია ახალ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციაა. ნებისმიერი რეგულაციის მიზანი, იქნება ეს შრომის უსაფრთხოება თუ გარემოს დაცვა, აბსოლუტურად კეთილშობილურია, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი სტანდარტი და საკანონმდებლო ჩარჩო გააჩნია.
შეუძლებელია ისეთი რეგულაციის დანერგვა, რომელსაც თანმდევი ნეგატიური ეფექტები არ ექნება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ეფექტების დროული იდენტიფიცირებაა, რათა განვსაზღვროთ მათი შესაძლო გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე. ამ ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, ერთობლივად უნდა ვიფიქროთ უარყოფითი მხარეების შემსუბუქებაზე, რათა მივაღწიოთ იმ საერთო სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ყველას გვაერთიანებს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.