საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია
საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ თურქეთში ექსპორტზე 52 121.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის იანვარში კი 23 486.0 ათასი დოლარის. შესაბამისად თურქეთში ექსპორტი 122%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
თურქეთიდან საქართველოში იმპორტი მიმდინარე წელს 10%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარში საქართველომ 194 984.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 177 316.6 ათასი დოლარი.
თურქეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი წნელებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
სხვა სიახლეები
იანვარში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა $150 მილიონი შეადგინა
20.02.2026.17:00
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 149 956.0 ათასი დოლარი შეადგინა, რომლის ფარგლებში ქვეყანაში 9 264 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის იანვარში კი 14 004 ერთეული. შესაბამისად წლის იანვარში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 34%-ით შემცირდა.
2026 წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ლიდერი კვლავ აშშ-ია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს - იანვრის სტატისტიკა:
აშშ - 6 994 ცალი;
იაპონია - 851 ცალი;
ჩინეთი - 615 ცალი;
გერმანია - 172 ცალი;
თურქეთი - 152 ცალი;