საქართველო წარმოადგენს შუა დერეფნის ბუნებრივ კარიბჭეს, ინფრასტრუქტურა კი ის გასაღებია, რაც მასში მოთხოვნის გასაზრდელად არის საჭირო - თამარ იოსელიანი
„საქართველო წარმოადგენს შუა დერეფნის ბუნებრივ კარიბჭეს, ინფრასტრუქტურა კი ის გასაღებია, რაც დერეფანში მოთხოვნის გასაზრდელად არის საჭირო“, - ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისივე განმარტებით, თუ საერთაშორისო გამოცდილებას დავეყრდნობით, საზღვაო ქვეყნისთვის ძლიერი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.
„საქართველო წარმოადგენს შუა დერეფნის ბუნებრივ კარიბჭეს, ინფრასტრუქტურა კი ის გასაღებია, რაც დერეფანში მოთხოვნის გასაზრდელად არის საჭირო. ტვირთის სწრაფი გატარება კი ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ეს საქართველოს ხელს შეუწყობს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამ მხრივ აუცილებლად აღსანიშნავია სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებაც, ანაკლიაც სწორედ სრულიად ციფრული პორტი იქნება.
ამ ტიპის სანავსადგურე ინფრასტრუქტურა, ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, რომ გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი. მაგალითად, სინგაპური, ნიდერლანდები (როტერდამი) და კორეა (ბუსანი) წარმატების მაგალითებია — ძლიერი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა იქცა ინდუსტრიული, ფინანსური და ინოვაციური ზრდის საყრდენად.
ასეთი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ვაჭრობაში და ამცირებს სატრანსპორტო დანახარჯებს ბიზნესისთვის.
ნავსადგურები, გარდა იმისა რომ ასრულებენ ქვეყნის მთავარი „კარიბჭის“ ფუნქციას გლობალურ ბაზარზე, აგრეთვე აჩენს ახალ მიმართულებებს ეკონომიკური კუთხით, მაგალითად ლოგისტიკური სერვისებს, გემთმშენებლობას/გემების შეკეთების ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, გემებისა და სანავსადგურო სხვადასხვა მომსახურებას და ა.შ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო
24.10.2025.17:00
2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა.