საქართველო ხდება რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი - დავით ნარმანია
საქართველო ხდება რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, საქართველოს როლი რეგიონში დღითი-დღე იზრდება.
„როცა ადრე საქართველოზე საუბრობდნენ როგორც ჰაბზე ან დერეფანზე იგულისხმებოდა ტვირთები და გადაზიდვები. დღეს ეს ყველაფერი გახდა ამ ტრადიციული ტვირთების და საწყობების თემას და საქართველო ხდება ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი. ასევე ელექტროენერგიის მაწარმოებელიც და გამტარიც. როცა აშენდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველო იქნება საკვანძო ქვეყანა, რომლის როლი და გეოსტრატეგიული დანიშნულება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იმიტომ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანში წარმოებული ჭარბი ენერგია თავს მოიყრის აქ და აქედან მოხდება შავი ზღვის კაბელის მეშვეობით მისი ევროპაში გატარება. ეს ძალიან კარგად ცის ევროპამ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. საქართველოს როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ სიცოცხლისუნარიანია, ანუ ტექნიკურადაც შესაძლებელია და ფინანსურადაც და აქედან გამომდინარე შემდგომ ეტაპზეა გადასული აღნიშნული პროექტი. დეტალური კვლევები კეთდება შავი ზღვის ფსკერზე, რომლის შემდგომაც გადავა შემდგომ ფაზაში“, - აცხადებს დავით ნარმანია.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
„საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა მმართველობის კუთხით ანუ აქ არის ისეთი გარემო, სადაც მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, უზრუნველყოფილია კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მობილობა და არ არის არანაირი შეზღუდვა არც ვალუტის კონვერტაციაზე, არც კაპიტალის რეპატრიაციაზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" იყო.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო იყო მე-7 ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.
„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება - ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი ბიზნესკლიმატის მიმზიდველობას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.