მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საქართველო ICAO-ს 24 რჩეულ ქვეყანას შორის - რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო ავიაცია 2050 წლისთვის l ლევან კარანაძის განმარტება

news image

საქართველო ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამის ნაწილი გახდა - საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე იმ 24 რჩეულ პროფესიონალს შორისაა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ავიაციის სექტორის განვითარებაზე იზრუნებენ.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან კარანაძემ აღნიშნა, გლობალური ავიაციისთვის ახალი სტრატეგია შემუშავდა, რომელიც 2050 წლისთვის საჰაერო ტრანსპორტის სრულ ხელმისაწვდომობას, ნულოვან ფატალურ შემთხვევებსა და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის განულებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ICAO-ს გლობალური პროგრამა, რომლის პირველი საინაუგურაციო სესია უკვე გაიმართა.

„დიდი პატივია ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ICAO-მ ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც არეგულირებს ავიაციას უკვე 1944 წლიდან, 80 წელზე მეტია. ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია არის ამ სფეროში, ავიაციაში.

გასულ წელს ICAO-ს გენმდივანს ინიციატივა ჰქონდა, რომ ახალი სტრატეგია შეემუშავებინა. სტრატეგიის ფარგლებში არის გლობალური სწრაფვა, რომ 2050 წლისთვის ავიაცია, საჰაერო ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის, ნულოვანი ფატალობით, ანუ საავიაციო შემთხვევით გამოწვეული რისკი უნდა იყოს ნული, უსაფრთხო ავიაცია და ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ნულოვანი ზეგავლენა და ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე.  ამ მიზნის მისაღწევად სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია. წლევანდელი წლიდან დაიწყო ელჩების გლობალური პროგრამა, ეს არის პირველი საინაუგურაციო სესია.

ICAO-ს წევრი 193 ქვეყანაა, რომელთაგან, სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, 17 ქვეყნის 24 ელჩი შეირჩა. პროგრამის მიზანია, რომ მოვახდინოთ ავიაციის პოპულარიზაცია ფართო მასებში და გარდა ამისა, რაც მთავარია, მოვიზიდოთ ახალი თაობა, ახალი ნაკადები, ახალგაზრდები დავაინტერესოთ ავიაციით.

ICAO-მ ჩაატარა კვლევა და 2050 წლისთვის თუ დღევანდელი მდგომარეობით 4,5 მლრდ მგზავრი არის წლიურ ჭრილში, 2050 წლისთვის მოსალოდნელია დაახლოებით 300%-იანი ზრდა და იქნება 12 მილიარდზე მეტი მგზავრი. შესაბამისად, ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანური რესურსი. მიუხედავად ტექნოლოგიის განვითარებისა, AI-ს და ასე შემდეგ სხვადასხვა კომპონენტის შემოსვლისა, ადამიანი დარჩება სისტემის მთავარი კომპონენტი“, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.

ლევან კარანაძის განცხადებით, 2037 წლისთვის ავიაციის სექტორს მნიშვნელოვნად გაზრდილი ადამიანური რესურსი დასჭირდება.

„კვლევის თანახმად, 2037 წლისთვის ახალი დამატებითი მფრინავების და ინჟინრების და მეთვალყურეების საჭიროებაა -  2037 წლისთვის დარგს დასჭირდება 660 000-ზე მეტი ინჟინერი და ტექნიკური პერსონალი დასჭირდება 550 000 მფრინავი, 110 000 საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე. ანუ ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა“, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.

ლევან კარანაძის განცხადებით, რობოტი პილოტის პროგრამების დანერგვა ახლო მომავალში არ განიხილება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დემო ვერსიები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები არსებობს, პერსპექტივაში ადამიანი კვლავ დარჩება სისტემის მთავარ კომპონენტად და საყრდენ ძალად.

მისივე განცხადებით, გლობალური ტენდენციები პირდაპირ აისახება საქართველოზეც, სადაც ბოლო წლებში ავიაციის სექტორი დინამიურად ვითარდება.

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ავიაცია ვითარდება, ციფრები არის ძალიან შთამბეჭდავი, ზრდა გვაქვს სერიოზული, დიდი მგზავრთნაკადი არის, ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალია და თავისთავად საქართველოზეც გადმოითარგმნება. ზრდისთვის, რა თქმა უნდა, მიწოდებაც აუცილებელია, ხოლო ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ახალგაზრდა კადრების მომზადება“, - აღნიშნა კარანაძემ. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები - GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი

23.02.2026.12:30

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს, რაც აძლევს მათ ლეგიტიმაციას არსებული ინტერესების რეალიზება მოახდინონ.


„სახელმწიფოს აქვს ინტერესი ენერგოდამოუკიდებლობა და ჯგუფებს აქვთ ინტერესი ადგილობრივი განვითარება. 


კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები. სწორედ მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ამას, რადგან პროცესში მონაწილეობის მიღება მათ აძლევს ლეგიტიმაციას, რომ წლების განმავლობაში არსებული ინტერესები განხორციელდეს. პირველ წელს შეიძლება ეს იყოს გზა,  შემდეგ შეიძლება სკოლა - ნებისმიერ შემთხვევაში, ვიხილავთ განვითარების სწრაფ ტემპს. ჩართულობა, უნდა განხორციელდეს არა ზევიდან ქვემოთ, არამედ ახლა ჩვენ ვცვლით ამას დაბლიდან ზემოთ“, - ამბობს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.


მაია მელიქიძე აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იდეად დარჩენილი კანონპროექტი ბოლო წლების განმავლობაში შესაბამის ფორმას დაექვემდებარა. 


„ამ კანონპროექტს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ეს იდეა იყო იდეად და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ კანონპროექტს მივეცით შესაბამისი სახე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ.), იმიტომ რომ წინა წლის 5 სექტემბერს - თარიღიც კი მახსოვს - პირველად გავაჟღერე მე ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მასთან დიალოგში. მან მომცა პირობა, რომ აუცილებლად გაეცნობოდა ამ კანონპროექტს და უკვე სულ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი.  საბოლოო ჯამში სულ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე მივედით იმ შედეგამდე, რომ დაჩქარებული წესით მოხდება ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში. მე მოხარული ვარ იმით, რომ ფინანსთა სამინისტროსგანაც, რეგიონალური განვითარების სამინისტროსგანაც არის თანხმობა და თანამშრომლობის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება უკვე კანონპროექტის კანონად ქცევაში და შემდეგ უკვე მის აღსრულებაში“, - აცხადებს მაია მელიქიძე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. 

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და GREDA-მ ერთობლივად მოამზადეს. კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რომელიც, უპირველესად, ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის აკუმულირებას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ.  

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავე  სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ ადგილობრივი დასახლების საერთო კრების მიერ განსაზღვრულ პირებს და სამოქალაქო საზოგადოებას - სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს, როგორ განიკარგოს და ადგილობრივად რა პროექტებს მოხმარდეს გენერაციის ობიექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხების კონკრეტული წილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა