საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება - მარიამ ქვრივიშვილი
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა, - ასე უპასუხა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან და რომ ტემპმა იკლო.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი.
„ძალიან რთული პერიოდი იყო ერთის მხრივ ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, გაერკვიათ ტყუილ-მართალი. როდესაც კიდევ ერთხელ და ჩვენდა გასაკვირად გვიწევს ამდენი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიარული, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩვენ ვიძახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. ჩვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა. პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი, პირველ სამ თვეში შემოვიყვანეთ British Airways-ი, easyJet-ი, შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი, რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ციურიხიდან. ასევე დაგვემატა Transavia საფრანგეთიდან.
დღეს ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება. ჩვენ უნდა განვმარტოთ ავიაკომპანიები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი უყურებენ მოთხოვნას პირველ რიგში საქართველოში მოგზაურობის კუთხით. ისინი ნახულობენ მათი ქვეყნებიდან რამდენად დიდია მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ტრანზიტულად მგზავრები წამოიყვანონ. British Airways-ის, easyJet-ის, Edelweiss-ის, Transavia-ს შემოსვლა პირველ რიგში ეს არის აღიარება საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარების და ტურიზმის სექტორის.
გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან ბევრ სპეკულაციას მინდა გავცე პასუხი, „და რა?“. ის, რომ ყველა რეისი ფაქტობრივად სრული დატვირთვით ჩამოდის. ეს არ არის ჩემი სიტყვები. მათ შორის British Airways-ის. მე ვიცი, რომ, თქვენ გქონდათ ინტერვიუ. როდესაც ჩვენ პირველი რეისი გვქონდა მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველომ გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მათ შორის ავიაბილეთების რეალიზების კუთხით, მოთხოვნის კუთხით. ჩვენ ყველა რეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მე პირიქით მინდა, რომ სიხარულით ვთქვა, რომ ყველა რეისის საშუალო პროპორცია და განაწილება მგზავრების არის 70/30-ზე. 70/30-ზე იგულისხმება, რომ თუ ავიღებთ British Airways-ს 70% ეს გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 30%-ი შეიძლება იყოს ნარევი სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებიც. დიახ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად არის დაფუძნებული დივერსიფიკაციაზე. ჩვენ გვინდა მეტი პირდაპირი ფრენა,ერთის მხრივ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან წვდომა, მაგრამ მეორეს მხრივ გაზრდილი ავიამიმოსვლები, ახალი ავიაკომპანიები, ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ისევე როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში და საქართველოს მიღმა იმოგზაურონ პირდაპირი ფრენებით, მაგრამ ამავდროულად დაბალანსებული საფასო პოლიტიკით“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.20:00
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან შემცირებას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 622,207.51 ათასი დოლარის ღირებულების 35,796.00 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი იმპორტმა 41,932.00 ცალი ავტომობილი შეადგინა. კლება 14,6%-ის დონეზეა.
საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა. სწორედ აშშ-ზე მოდის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 78%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიღარია, როდესაც ქვეყანამ 219,638.00 ცალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 3,323,596.01 ათასი დოლარი იყო.