მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს - თამარ იოსელიანი

news image

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია შეაფასა, სადაც ქვეყანა 184 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილს იკავებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრესი პირდაპირ კავშირშია გატარებულ რეფორმებთან, რომლებიც მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის ზრდასა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

„Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა გაიზარდა და 184 ქვეყანას შორის 35-ე პოზიცია დაიკავა.

საქართველო „ზომიერად თავისუფალი" სტატუსით ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის მე-20 პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ევროპის რეგიონში უსწრებს ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, მათ შორის ბელგიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიას, ესპანეთს, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს. Heritage Foundation-ის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის და შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად", - განმარტავს თამარ იოსელიანი.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდასთან.

„ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.

საქართველოსთვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნისთვის, ასეთი შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზრდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების ნდობას", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

11.03.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1695 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0229 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა