მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის (GCRC) ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი

news image

სასტუმრო ბილტმორ თბილისში, საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობამ (GCRC) ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გამართა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან (CCCME).

მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. აღნიშნული შეთანხმებები ქმნის მყარ საფუძველს ორივე ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები, გამოხატეს ინტერესები და დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები კონკრეტული პროექტების, პარტნიორობის ფორმების და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.

ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად, რათა ხელი შეუწყოს წარმატებული თანამშრომლობის დაწყებასა და განვითარებას.  
GCRC წარმოადგენს საკვანძო პლატფორმას ქართულ და ჩინურ ბიზნესებს შორის პარტნიორობების დასამყარებლად, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად და ახალი ბაზრების ასათვისებლად. ორგანიზაციას წარმომადგენლობითი ოფისები გააჩნია შანხაიში, პეკინში და შანდონგის პროვინციაში, რაც წევრ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს სწრაფი კონსულტაციებით, სანდო პარტნიორების მოძიებითა და ეფექტური კომუნიკაციით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ასოციაციას უკვე ჩამოყალიბებული აქვს თანამშრომლობა პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან – „ბაზისბანკთან“ და „ბბ ლიზინგთან“, რაც ხელს უწყობს ქართულ-ჩინური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეალიზაციას.

GCRC-ის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი: „ამ ორი მემორანდუმის ხელმოწერა - როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთან, ასევე ჩინეთის სავაჭრო პალატასთან – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ: გავაძლიეროთ რეგიონული ბიზნეს პარტნიორობა. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობის მხარდაჭერის, ბიზნეს ქსელებისა და ფინანსური ინსტრუმენტების სინერგია ქმნის ოპტიმალურ გარემოს გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი წარმატებისთვის.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, სამრეწველო, ჯანდაცვის, ავტო, და სხვა სფეროებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის საქმიანობის და სტრატეგიული მიმართულებების გაცნობას, ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობის ხაზგასმას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა

05.12.2025.17:47

საქართველოს ენერგეტიკისა და წყლმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, შპს „მტკვარი ენერჯის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა.

სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.

რაც შეეხება სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I“-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II“-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა