მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

საქართველო ბრიტანულ Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

news image

საქართველო პოპულარული ბრიტანული გამოგზაურო გამოცემის Wanderlust-ის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.

გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი. 

Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი დუბლინი, ედინბურგი, გენუა, გენტი, სტამბოლი, მადრიდი, ოსლო, პორტო, პრაღა, რიგა, სიენა, სოფია, ვალენსია, ვენა, ვილნიუსი და ა.შ.

ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს : https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2025-vote/

ხმის მიცემა დაწყებულია და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პრესტიჟული Wanderlust Reader Travel Awards 24-ედ ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება. 

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია Wanderlust-ის მკითხველების მიერ, გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიის და მდგრადი მოგზაურობისთვის.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ. 

ჟურნალის ტირაჟი 137959 ასლს შეადგენს, ხოლო wanderlustmagazine.com-ს ყოველთვიურად 1,6 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ინფორმაცია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო იქნება ლიდერი, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკით რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

05.09.2025.15:06

საქართველო იქნება ლიდერი, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკით რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა