საქართველო არის ძალიან პერსპექტიული და საინტერესო ქვეყანა ყველასთვის, ვისაც სურს ეკონომიკური განვითარება და სწორი ეკონომიკური პარტნიორის პოვნა - მიხეილ დუნდუა
საქართველო არის ძალიან პერსპექტიული და საინტერესო ქვეყანა ყველასთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომელმაც გადაცემაში საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციონირებაზე ისაუბრა.
„საქართველო არის ძალიან პერსპექტიული და საინტერესო ქვეყანა ყველასთვის. ყველასთვის ვისაც სურს ეკონომიკური განვითარება და სწორი ეკონომიკური პარტნიორის პოვნა. საქართველო არის კარგი პარტნიორი მსოფლიო მასშტაბით და კარგად ინტეგრირებულია საერთაშორისო ბაზარზე. ასე, რომ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო პერსპექტივები ელის წინ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. სიღარიბე იქნება მინიმიზებული. ახლახან გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მაჩვენებელი სიღარიბის ზღვართან დაკავშირებით, სადაც პროგნოზი საერთაშორისო ზღვარს მიღმა საქართველოში დღეის მდგომარეობით არის დაახლოებით 2%-ი. 10%-ზე მეტი იყო 2012 წელს. 2027 წლის პროგნოზი კი 1,1%-ია. ცხადია, ეკონომიკური ზრდა აისახება სიღარიბის შემცირებაზე“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული შეფასებებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ასეთ ანგარიშებს აკვირდება ყველა ეკონომისტი და ინვესტორი.
„ამ ანგარიშებს განიხილავს ყველა ინვესტორი, ყველა ინტელექტუალი, ყველა ეკონომისტი და აკვირდება რომ საქართველო არის პერსპექტიული ქვეყანა. არამხოლოდ დღეს არამედ სამომავლოდაც. როდესაც პერსპექტიულ ქვეყანას უყურებ გადაწყვეტილებებს იღებ ამ პერსპექტივებიდან გამომდინარე. ბიზნეს მზაობის ინდექსითაც ხომ საუკეთესო ლოკაციად დასახელდა საქართველო. ასევე საუკეთესო პოზიცია შრომის ინდექსში. ყველა ანგარიში, ყველა პარამეტრი, ყველაზე ავტორიტეტული წყაროები, სადაც ათასობით ექსპერტი მუშაობს და ამუშავებს 200-მდე ქვეყნის პერსპექტივას და რეალობას, ამ პროცესში რომ გამოგარჩევენ რა თქმა უნდა ეს საამაყოა“, - განაცხადა დუნდუამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.17:00
საქართველოში კრევეტების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15.68 ათასი დოლარის ღირებულების 3.46 ტონა კრევეტები იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 18.76 ტონა. შესაბამისად კრევეტების იმპორტი ქვეყანაში თითქმის 82%-ითაა შემცირებული.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით საქართველომ კრევეტები სულ 3 ბაზრიდან იყიდა, თუმცა მისი იმპორტის 87% უკრაინაზე მოდის.
ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ საქართველოში კრევეტების იმპორტმა მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ 117.67 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 598.25 ათასი დოლარი გადაიხადა. 2025 წელს 2023 წელთან შედარებით კრევეტების იმპორტმა 19%-იანი ზრდა აჩვენა.