საქართველო აპირებს, რომ აქტიური იყოს საერთაშორისო ბაზრებზე ამ მიმართულებით და ის ნიშნული, რაც ევროობლიგაციების ბაზარზე გამოტანისას უკვე დაფიქსირდა, განმსაზღვრელი იქნება შემდეგი გამოშვებებისთვისაც - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შედეგებს ქმნის. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაა ხუციშვილმა განმარტა, უკვე დაფიქსირებული პირობები და რისკიანობის შემცირებული მაჩვენებელი არა მხოლოდ მომდევნო სახელმწიფო გამოშვებებისთვის იქნება განმსაზღვრელი, არამედ გააუმჯობესებს სახელმწიფო საწარმოებისა და კერძო სექტორისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებს.
„ეს რა თქმა უნდა, ეს ბევრი მიმართულებით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული გამოშვება იყო, თუმცა საქართველო აპირებს, რომ აქტიური იყოს საერთაშორისო ბაზრებზე ამ მიმართულებით და ის ნიშნული, რაც უკვე დაფიქსირდა, განმსაზღვრელი იქნება შემდეგი გამოშვებებისთვისაც.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოებს, რომლებსაც იცით, რომ აქვთ გამოშვებული და რეფინანსირების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, ისინიც უფრო კარგი პირობებით შეძლებენ გამოშვებას. და ყველა კომპანია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს - ეს იქნება საბანკო დაწესებულება თუ არასაბანკო დაწესებულება, რომელიც ახდენს ღია ბაზარზე თავისი ფასიანი ქაღალდების განთავსებას - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნულია სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რისკიანობის მაჩვენებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მათი რისკიანობა სწორედ აქედან იანგარიშება, შესაბამისად მათ ექნებათ უფრო ხელსაყრელ პირობებში თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ქვეყანაში“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია, მისმა მოცულობამ ₾120 მილიონს მიაღწია - დავით ონოფრიშვილი ბაზრის ტენდენციებზე
11.03.2026.20:40
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში კერძო სადაზღვევო ბაზარმა ზრდა აჩვენა, ჯანდაცვის მიმართულება შვიდ წელიწადში თითქმის გაორმაგდა, ავტოდაზღვევის ბაზარი ახლო მომავალში განვითარდება, ხოლო მოსახლეობა თანდათან უფრო მეტად დაინტერესებულია საკუთარი ქონების, ყოფითი რისკებისა და სიცოცხლის დაზღვევით. 2023 წლიდან ძალაში შესული კანონი კერძო საპენსიო ფონდებზე დამატებით შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს დანაზოგისა და დაზღვევის შექმნაში, რაც ბაზრის ზრდას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ განაწილებას უწყობს ხელს.
„ქონების დაზღვევის მიმართულება ვითარდება, თუმცა მოსახლეობაში ამ სერვისის მიმართ ნდობა და ინტერესი მაინც დაბალია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფითი პრობლემების წინაშე ვდგებით - მაგალითად, მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა ან ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვევაა ქონების დაზღვევის მთავარი მიზანი, თუმცა ბევრი მოქალაქე ამ რისკებისგან თავის დაცვაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს.
სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია. მისმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 100 მილიონს და 120 მილიონ ლარს მიაღწია. ეს პროდუქტი ძირითადად საბანკო სექტორთან არის დაკავშირებული, როდესაც მომხმარებელი იპოთეკურ სესხს ან სხვა სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას იღებს, ბანკი, რისკების დაზღვევის მიზნით, სიცოცხლის დაზღვევას მოითხოვს.
ამრიგად, სადაზღვევო სფეროს მრავალი მიმართულება ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ კერძო საპენსიო ფონდებსაც. 2023 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ე.წ. „მესამე სვეტს“ ეხება. მოგეხსენებათ, პირველი ორი სვეტი უკვე მოქმედებს. პირველი გულისხმობს სახელმწიფო პენსიას, მეორე კი დაგროვებით სქემას, რომელშიც სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული 2-2%-იანი შენატანებით მონაწილეობენ. მესამე სვეტი კი სრულად საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, კერძო მოდელია, სადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სურვილისამებრ, გარკვეული სქემით შეუძლიათ მონაწილეობა.
მართალია, არსებობს სხვადასხვა მოდელი, თუმცა შესაბამისი კანონი 1-ლი იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება განვითარდება, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო ფონდები დანაზოგების დაგროვებისა და დამატებითი დაინტერესების მნიშვნელოვანი წყაროა. ქვეყანაში შემოსავლები იზრდება და ეკონომიკური დინამიკა დადებითია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საპენსიო სისტემის ეს ფორმაც წარმატებით განვითარდება“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.