მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით," – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ აქცევს.

მარიამ ქვრივიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტებსი, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანში თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.

გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული არაბთა საამიროების ინვესტორებთან პარტნიორობა უკვე უწყობს ხელს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას - კომპანია Eagle Hills-მა, 6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორცილება დაგეგმა ორი მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტის განსახორციელებლად თბილისსა და ბათუმში, ამასთან  Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობით თბილისში მშრალი პორტის პროექტი განვითარდა, რომელიც 2025 წლის ივნისში ამოქმედდა.

Gulf News - ის თანახმად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ქვეყნისათვის. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს," – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, ის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს ევროკავშირის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაში.

ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ სტრატეგიული  პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება - ის უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხდება.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს

21.10.2025.10:48

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.  ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2025 წლებში ჯამში 18,7%-ით იზრდება, რითაც მსოფლიოში ორწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ. 

· 2024-2030 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 7-წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 52,5%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ინდოეთი გადის, რომლის ეკონომიკა 2024-2030 წლების პერიოდში ერთ სულზე 46%-ით იმატებს. 

· რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013-2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013-2030 წლების ხანგრძლივი 18-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2030 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 160%-ით იმატებს, მას მოსდევს ჩინეთი, რომლის მაჩვენებელი 150%-ით იზრდება. 

2. 2024-2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 7-წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-ით იზრდება და 2030 წლისთვის 43 560 დოლარს გადააჭარბებს. ევრაზიაში მეორე ადგილზე 7-წლიანი ზრდის ტემპით ინდოეთია, რომლის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2030 წლებში 67%-ით უმჯობესდება. 

· რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013-2025, ისე 2013-2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგრძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013-2025 წლებში საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე გასამმაგებას განიცდის და 2025 წლისთვის 31 000 დოლარს გადააჭარბებს. 

3. ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2025 წელს 7,2%-ით იზრდება, ხოლო ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელი, 10,7% გახდება და ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ფონდის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 10 126 დოლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 13 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ამ პერიოდიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას რეალურს ხდის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა