მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

საქართველო აგრძელებს სატრანზიტო პროცედურების გამარტივებას, მათ შორისაა ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა, საბაჟო პროცესების ჰარმონიზება, ასევე რეგიონულ და ევროპულ ციფრულ სისტემებთან მჭიდრო ინტეგრაცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. მინისტრის განცხადებით,  ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ციფრული სერვისების ეკოსისტემის ჩამოყალიბება მთელ დერეფანში, რაც  შეამცირებს დაყოვნებას და გაზრდის პროგნოზირებადობას, ასევე აუცილებელია არსებით ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კოორდინაცია, რაც უზრუნველყოფს თითოეული სეგმენტის განვითარებას.

აღნიშნული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებად მარიამ ქვრივიშვილმა  უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება, ასევე მონაცემთა სრული გამჭვირვალობისა და სინქრონიზებული ოპერაციული დაგეგმვის ხელშეწყობა დაასახელა, რომ პარტნიორებმა შეძლონ მოთხოვნის პროგნოზირება, გამტარუნარიანობის მართვა და შეფერხებებზე ერთობლივად რეაგირება.

„ეს ნაბიჯები ერთობლივად მოგვცემს შესაძლებლობას, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ინტეგრირებულ, ეფექტიან და მდგრად დერეფნად ვაქციოთ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მდგრადი, მწვანე ტრანსპორტის ხელშეწყობისა და დერეფნის გასწვრივ კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ჰარმონიზაციას, ურთიერთთავსებადობასა და ინტეგრირებულ მონაცემთა სისტემებს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაციფრულება დაკავშირებადობის დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება და შეესაბამება ევროკავშირის ციფრული ტრანსპორტის ინიციატივებს.

„საქართველო აგრძელებს ინიციატივების დანერგვას სატრანზიტო პროცედურების გასამარტივებლად და დასაჩქარებლად, მათ შორისაა ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია, ასევე რეგიონულ და ევროპულ ციფრულ სისტემებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით - უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი

27.11.2025.17:47

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და  პერსპექტივებზე გააკეთა.

ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმი და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხითაც.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც  საზღვაო ქვეყანის მნიშვნელობას ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის საქართველოსთან მჭიდრო  და ეფექტიანი კომუნიკაცია ახალი სატრანსპორტო დერეფნების, დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული საავიაციო მიმოსვლა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება. ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა