მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

საქართველო აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისი წარმატებული ადგილის შენარჩუნებას - ლევან დავითაშვილი

news image

„ჩვენი მთავრობა აქტიურად ახორციელებს ფართომასშტაბიან, ტრანსფორმაციულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლის გაძლიერებას. ეს მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე თანამედროვე საზღვაო პორტი გახდება და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგოსისტემას დააკავშირებს და გააძლიერებს რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებას" - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლონდონის საფონდო ბირჟის ინიციატივით გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის  სარკინიგზო ქსელების მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა,  რაც ამარტივებს სახმელეთო ტრანსპორტირებას და აუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტურობას მთელს რეგიონში.

 

„გარდა ამისა, საქართველო სწრაფად ვითარდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, როგორც საერთაშორისო ბიზნესოპერაციების კონკურენტუნარიანი მიმართულება. ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება  IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანიების რაოდენობა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას, იყოს დინამიური პლატფორმა ინვესტიციების, ინოვაციებისა და რეგიონული ინტეგრაციისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობების დასტურია ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით,  განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში.

 

„ბოლო წლებში თითქმის ორნიშნა მშპ-ს ზრდითა და 6 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებით, საქართველო აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისი წარმატებული ადგილის შენარჩუნებას" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიის 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა,   ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ფორუმზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლონდონში გამართული ფორუმი არის შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს - ლევან ვეფხვაძე

16.05.2025.23:50

ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის   წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიზნესისთვის უაღრესად საინტერესო იყო აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი, მათ შორის, იმიტომაც, რომ  მნიშვნელოვან ადგილას - ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიმართა.

 

„აქ საუბარია   არამხოლოდ იმ კომპანიების წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებაზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე  უკვე არიან წარმოდგენილები, ან ბრიტანეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია აქვთ ბიზნესის ნაწილში, არამედ  საუბარია მომავალზეც - ამ ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ამით ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის   წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა