საპარლამენტო კომისიის ამოცანაა სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების პრობლემების იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს - შოთა ბერეკაშვილი
საპარლამენტო კომისიის ამოცანაა სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების პრობლემების იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში დღევანდელ რეალობაში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, სწორი დაგეგმვით ფასების შემცირება შესაძლებელია.
,,პირველ ეტაპზე ვგეგმავთ ბაზრის სტრუქტურისა და სექტორის მონაწილეებს შორის ურთიერთობების სისტემურ ანალიზს. ეს მოიცავს მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხის, მოლაპარაკების ძალაუფლების და კომერციული ურთიერთობების მოკვლევას.
შემდეგ ეტაპზე კომისიის ყურადღება გამახვილდებასექტორში მონაწილე კომპანიების საოპერაციო პროცესების დეტალურ ანალიზზე ფასების ფორმირების ჯაჭვის თითოეულ რგოლში. ასევეშევისწავლით სექტორში მონაწილე კომპანიებისკაპიტალის სტრუქტურას, კორპორატიული დაკრედიტების დონეს და მის შესაძლო გავლენას პროდუქციის საბოლოო ფასების ფორმირებაზე.
კომისიის მუშაობა წარიმართება კერძო სექტორთან აქტიური დიალოგით და კოორდინაციით, რათა ბიზნესისთვის შეიქმნას გამჭირვალე და პროგნოზირებადი გარემო. საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და საოპერაციო პროცესების ხარჯეფექტურობის გაზრდა რაც გამოიწვევს უფრო კონკურენტულ საბაზრო გარემოს და პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს ფასების კლებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაც. კომისიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში - ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის l შოთა ბერეკაშვილი
03.04.2026.13:29
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.
კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.
„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.