მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

news image

აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონ ველიზე. ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ - ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ, სილიკონის ველი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის უმთავრესი პარტნიორია. აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩურული კაპიტალისა და ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, შესაბამისად, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის,  სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის,  ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქცია ქართული სტარტაპების კომპეტენციათა გაძლიერება იქნება, რაც გულსხმობს მათთვის სილიკონ ველის მენტორებთან ერთად მენტორშიპ პროგრამების გამართვას, მათ შორის, სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და ვორქშოფების ორგანიზებას. მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურული გაცვლა, რაც გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენას, ქართული კულტურის საღამოებს ტექნოლოგიური ბიზნეს წრეებისთვის და ორმხრივ სტარტაპ გაცვლითს პროგრამებს.

ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა მიმართული იქნება ქართული სტარტაპების “ნეთვორქინგის” გაძლიერებაზე პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც გულისხმობს დემო დღეებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, B2B შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან და პრეზენტაციებს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, ასევე მოხდება ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესის მიმართულებით, რაც გულისხმობს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს აშშ ბაზარზე შესვლისთვის, ოფისის სივრცით სარგებლობას ქართული სტარტაპებისთვის და ბიზნეს კონტაქტების ბაზის შექმნას და გაზიარებას.

„სან-ფრანცისკოში,  სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო საინვესტიციო კაპიტალის უდიდესი ნაწილი, ინოვაციების ჰაბის გახსნით ქართულ სტარტაპებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ინვესტორებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დაფინანსების შანსებს. ჰაბი იქნება ქართული სტარტაპების, ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის ერთგვარი ხიდი გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მოსახვედრად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ, რომ ჰაბი ხელს შეუწყობს ორმხრივ ინვესტიციებს - არამხოლოდ ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში, არამედ რეგიონალური ინვესტიციების მიმართვას ამერიკულ ბაზარზე“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა.

სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. შედეგად, ორი სამთავრობო უწყება გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენს მიმართ ნდობა გაუმჯობესდება - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

16.05.2025.15:00

საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა იზრდება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საპენსიო ფონდის მიმართ ნდობას შეეხებოდა.

„ზოგადად, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმაა, თუმცა არის სავალდებულო ყველა ადამიანისთვის. თავიდან კანონი განსაზღვრავდა, რომ ამ პროექტის გაშვების დროს 40 წელს და მეტის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, რომ გასულიყვნენ. ზოგადად, თავიდან ჩემი აზრით, დაკვირვებითაც ასეთი ნდობა განსაკუთრებული არ იყო ვინაიდან, ეს არის ახალი ორგანიზაცია და ამას ახლაც ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი ფონდის მიმართ ადამიანების ნდობა. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ დღეისათვის დაახლოებით 20 000 ადამიანს აქვს უკვე საპენსიო დანაზოგი გატანილი. თავიდან ეს ნდობა, რომ ადამიანებს მართლა თავიანთი იყო ეს ფული და შეეძლოთ, რომ გაეტანათ ფონდიდან - არ არსებობდა და უფრო თეორიული ციფრები იყო. ახლა რაც უფრო გაიზრდება ასეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც გაიტანენ, ისარგებლებენ და ნახავენ, რომ აქტივები, რომელიც ინახებოდა და ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი აზრით ბრენდინგიც გაუმჯობესდება და ჩვენს მიმართ ნდობაც გაუმჯობესდება“, - ამბობს ანა ნაჭყებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა